https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

ვინ არის გაზით გარდაცვლილი წყვილი

Screenshot_2

ნაძალადევის რაიონში ბუნებრივი აირით გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა „კვირასთვის“ ცნობილი გახდა. გარდაცვლილები არიან: 31 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი და 26 წლის შორენა აბულაძე. შორენა აბულაძე წარმოშობით ტყიბულიდან იყო, ხოლო ზაზა ხუხუნაიშვილი  თბილისიდან.
„კვირას“ ინფორმაციით, მათი ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ცოლ-ქმარი ხორნაბუჯის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
წყვილი 2015 წლის 25 აპრილს დაქორწინდა. გარდაცვლილი გოგონა ორსულად იყო. ზაზა ხუხუნაიშვილი „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ მუშაობდა, შორენა აბულაძე კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, ცოლ-ქმართან კონტაქტი ვერ მოხერხდა და მეზობლებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს, მათ სახლში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი დახვდათ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: kvira.ge

5,122 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top