https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„მარჯვენასაჭიანი მანქანები აუცილებლად აიკრძალება” – შალვა ხუციშვილი

Untitled

20/30-ის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა დღევანდელ აქციას, სადაც მძღოლები აპროტესტებდნენ მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვას. ადგილზე ინციდენტი მოხდა, როდესაც თამაზ მეჭიაური გამოჩნდა.

აქციის მონაწილე ამტკიცებს, რომ თამაზ მეჭიაურმა ვერ შეძლო პასუხი გაეცა მისთვის, დასმულ კითხვებზე და ამან მაღალჩინოსნის გაღიზიანება გამოიწვია.

თამაზ მეჭიაური აღნიშნულს უარყოფს:

„არ გამირტყია არაფერი, რომელი რემბო მე მნახეთ, ამხელა აქციას მარტო გავუმკლავდებოდი?!“

სხდომაზე განხილული იყო მარჯვენა საჭიანი ავტომობილების საკითხი, რაზეც ოპოზიციამ, კერძოდ ნუგზარ წიკლაურმა, აღნიშნა, რომ ეს გამოიწვევს მანქანების ფასების ზრდას.

შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი – აცხადებს, რომ ყველა რაციონალური შენიშვნა გათვალისწინებული იქნება, თუმცა კანონი აუცილებლად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი მანქანები აუცილებლად აიკრძალება.

2,998 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top