https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Uncategorized

როგორ გავიგოთ, თუ რამდენი ხმა მივეცით ზაზა ფაჩულიას პირადი ფეისბუქ-ექაუნთიდან

timthumb

NBA-მ “ოლ სთარის” ხმის მიცემის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ზაზა ფაჩულია მე-4 ადგილზე გავიდა და სამეულში მოსახვედრად სულ რაღაც 14 000 ხმა დააკლდა.

როგორ ინტელექტკლუბის რა?სად? როდის? წევრი დავით რაფავა ფეისბუკის გვერდზე წერს, შესაძებელია იმის დათვლა, თუ რამდენი ხმა დაფიქსირდა ჩვენი ფეისბუკის გვერდიდან ზაზა ფაჩულიას სასარგებლოდ.

როგორ უნდა გადავამოწმოთ ხმების რაოდენობა?

დავით რაფავას თქმით, ზაზა სიჭინავამ დაწერა აპლიკაცია, რომელიც იღებს პოსტებს და კომენტარებს თქვენი კედლიდან, ითვლის ზაზასთვის მიცემულ ხმებს და გატყობინებთ შედეგს. მაგრამ მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ამგვარად შეგროვებული მონაცემებისგან შეიქმნება საერთო მონაცემთა ბაზა, საიდანაც წაიშლება 24-საათში მიცემული ზედმეტი ხმები და შედეგად მივიღებთ facebook-ში მიცემული ხმების რეალურ და დასაბუთებულ ჩამონათვალს.

შედით მისამართზე http://minion.ge/nbavote, დააჭირეთ ღილაკს “Facebook-ით შესვლა” და მიყევით ინსტრუქციას. აპლიკაცია გამართულად მუშაობს, არ შეიცავს ვირუსულ კონტენტს და არ წარმოადგენს საფრთხეს თქვენი კომპიუტერისთვის.

“იმისათვის, რომ მივიღოთ სრული სურათი, საჭიროა ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის ჩართვა. ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს ინფორმაცია. პერიოდულად მოგახსენებთ აპლიკაციის მუშაობის შედეგებს” – წერს დავით რაფავა.

ამ მომენტისთვის დათვლილია 8124 იუზერის მონაცემი და დაფიქსირებულია 67973 ხმა.

როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და დალას მავერიკსის ცენტრს ზაზა ფაჩულიას “ოლ სთარის” მატჩში მონაწილეობის მიღების რეალური შანასი ჰქონდა. შედეგების თანახმად, ,მას სულ რაღაც 14 000 ხმა დააკლდა. საბოლოო შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმა დააგროვა. შეგახსენებთ რომ შუალედური შედეგების მიხედვით, რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა ფაჩულია 299 584 ხმით გამოკითხვაში მე-8-ე ადგილს იკავებდა. მართალია ზაზა სამეულში ვერ მოხვდა, თუმცა მან საქართველო ნამდვილად გააერთიანა ერთი მიზნისთვის და სრულ შედეგამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა.

NBA All Star 14 თებერვალს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.

3,404 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top