https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

კვირიკაშვილი NATO–ს გენერალურ მდივანს შეხვდა

228709452

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს  შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

”ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას ”- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ეს გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა იყო ამ რანგში იენს სტოლტენბერგთან.

2,584 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top