https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
კულტურა

კომუნისტები ლეონარდო დი კაპრიოს წინააღდეგ

1359752890

ორგანიზაცია “ლენოლქისა და პეტერბურგის კომუნისტები” და პარტია “რუსეთის კომუნისტების”აქტივისტები, საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან, იმ შემთხვევაშ თუ, ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი პაკრიო ვლადიმერ ლენინის როლს შეასრულებს.

შესაბამისი წერილი კინოკომპანია “ლენფილმში” უკვე გაგზავნილია.

კომუნისტების პროტესტი  “ლენფილმის” პრეს–მდივნის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, კინოკომპანია მზად არის, დი კაპრიოს მონაწილეობით ვლადიმერ პუტინის, გრიგორი რასპუტინის, ან ვლადიმერ ლენინზე ფილმი გადაიღოს.

” ამ როლზე რუსი მსახიობი იპოვონ, ნუთუ არ გვყავს ღირსეული მსახიობები”,–განაცხადა გამართულ აქციაზე პარტია “რუსეთის კომუნისტების” წევრმა სერგეი მალინკოვიჩმა.

მისი თქმით, ხალხი შეშფოთებულია და მიიჩნევს, რომ არანაირი მორალური საფუძველი არ არსებობს, რომ ისეთი მსახიობების შემდეგ, როგორებიცაა ულიანოვი, სჩუკინი და კირილ ლავროვი, ლენინი დი კაპრიომ განასახიეროს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, დი კაპრიომ განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა პუტინის, ლენინის ან რასპუტინის როლს. მისი თქმით, მას რუსეთის ისტორია ძალიან აინტერესებს.

 

 

854 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top