https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
დაიჯესტი

„დამკვეთი ზის კიევში, ეს არის სააკაშვილი და ადეიშვილი“ – ირმა ინაშვილი

ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი – მიიჩნევს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დამკვეთი უკრაინაში იმყოფება

„ბესიკ ხარძიანიც, იური ვაზაგაშვილიც, ჩვენი ყველა თანამებროძილი, ვინც ამ 10 წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმს, ამ ბოროტებას ებრძოდა, ბოლო წლებში ყველა ამბობდა, რომ ქვეყანაში უნდა აღსდგეს სამართლიანობა და დაისაჯონ დამნაშავეები. ეს თვითმიზანი არ ყოფილა მათთვის, დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან… დღეს პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პროკურატურამ იმუშავა ძალიან კარგად. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ჩემს ინტერესებში უნდა შედიოდეს ხელისუფლების კრიტიკა, ამ შემთხვევაში პორკურატურის ძალისხმევა არ დაუშურია, რომ გამოეძიებინა შემსრულებლების საქმე. იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება დამკვეთებამდე გავა. თუმცა მანამდეც ვამბობდი, რომ კვალი მიდის უკრაინაში. გაირკვა, რომ მკვლელი და შემსრულებელი უკრაინელი იყო, გაირკვა, რომ კიევიდან ჩამოფრინდნენ ისინი, რასაც მე ვამბობდი დადასტურდა. დამკვეთი ზის კიევში, ეს არის სააკაშვილი და ადეიშვილი. მე ახალს არაფერს ვამბობ.”– განაცხადა ინაშვილმა გადაცემაში „პრიორიტეტი”

წყარო: timesnews.ge

281 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top