https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
ჯანდაცვა

საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება

Flu/H1N1 Vaccine concept @ Home, Toronto - Ontario (Sept 26th, 2009)

გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით საგანგაშო მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა მედიკოსები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაიცვან ჰიგიენის და სხვა სახის შესაბამისი რეკომენდაციები.

არსებული ვითარება ჟურნალისტებთან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ შეაფასა და თქვა, რომ დინამიკა მზარდია, თუმცა არა საგანგაშო.

„ქვეყანაში არის დინამიკა გრიპით ავადობის ზრდისა, თუმცა არც თუ საგანგაშო. წინა კვირის მონაცემებით 100 ათას მოსახლეზე 245-250 ავადობის მაჩვენებელი იყო. ამ კვირის მონაცემებით გვაქვს 273. სიკვდილიანობა დღეის მონაცემებით 4 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გაქვს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

2,254 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top