https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

კვირიკაშვილი:”მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში”

kvirikashvili12cfc

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, რომელსაც ის ევროპარლამენტის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ავრცელებს.

მთავრობის მეთაური იზიარებს ევროპარლამენტის მოწოდებას, ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე ჩემი პირველი გამოსვლისას, სწორედ მსგავსი განცხადებით მიმართა, როგორც მმართველ კოალიციას, ისე – ოპოზიციას და ამ პრინციპის ერთგული დარჩება.

“როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და ვიმედოვნებთ, რომ ოპონენტები გამონახავენ ჩვენთან თანამშრომლობის გზებს ისეთ ძირითად საკითხებზე, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის”,–განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრი აღნიშნავს, რომ  მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია 2016 წლის არჩევნების თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფეს.

4,727 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top