https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ფინანსთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს ავტომობილებით დაეხმარება

administra

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ  სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმონ.

დახმარებისთვის მზაობა  ფინანსთა სამინისტრომაც გამოთქვა. სამინისტრო სამსახურებრივ ავტომობილებს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის გადაამისამართებს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  “ფინანსთა სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, სამინისტროს სისტემაში არსებული სამსახურებრივი ავტომობილები, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოჯახის ექიმების გამოძახებებისთვის”, – ნათქვამია ფინანსთა  განცხადებაში.

5,137 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top