https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სპორტი

კობიაშვილი:”ცხადაძე მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს”

kobi-cxadadze-584x313

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებზე ისაუბრა.

კობიაშვილის თქმით, მისთვის ის რაც “კახამ ბოლო პერიოდში წამოიწყო, მოულოდნელი და მიუღებელი იყო”.  მისი თქმით, მასა და  ცხადაძეს შორის სამი შეხვედრა შედგა, რომლებზეც სცადაძეს  სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

“მე მისი დარჩენა მინდოდა. სამწუხაროდ, ყველა შეხვედრაზე ის კატეგორიულ უარს გვიცხადებდა. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ ჩემს გვერდით დამდგარიყო. ბოლო დღეებში, ჩემს ზარებს არ პასუხობდა. ფეხბურთის ფედერაცია, წლიურად, კახა ცხადაძის ხელფასში 1 500 000 ლარს იხდის. კახამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დაპირისპირება მომხდარიყო. მან ყველას დაურეკა, მათ შორის ნაკრების მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებს. ცხადაძე ამბობს, რომ მას ჩვენგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, მაგრამ ეს ტყუილია. ეს ყოველივე ეროვნულ ნაკრებს აზიანებს, რაც ჩვენს ინტერესებში არ შედის”,–განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

მისი თქმით, 2009 წელს, კახა ცხადაძე 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო. აღმასკომზე, მან თქვა, რომ ბაქოს “ინტერში” წასვლა სურდა, რადგან მისთვის მთავარი ფინანსური მომენტი იყო.

“აღმასკომმა ის გაათავისუფლა და დაავალა, რომ მას ფედერაციისათვის კომპენსაციის სახით 40 000 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ეს თანხა დღემდე გადაუხდელია. ჩემთვის ყველაზე მძიმე და შეურაწმყოფელი ისაა, რომ კახას მიაჩნია, ლევან კობიაშვილი არაფერს წარმოადგენს. მე ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე და ჩემი გუნდი მივიღებთ. ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციას დიდ ზიანს აყენებს”,–აღნშნა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბოლოდროინდელ დაპირისპირებას  იმ ჯგუფს უკავშირებს, რომლებიც 3 ოქტომბერს არჩევნებში წაგება ჯერ კიდევ ვერ მოინელეს.

“კახა კი ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია. ჩემთვის, წარმოუდგენელია, დღეს კახა ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს. ეს საკითხი გადაწყვეტილია, ის ახლა აღმასკომზე უნდა გავიტანოთ”,–განაცხადა კობიაშვილმა.

1,579 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top