https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება 15 ქვეყანას ჩამოართვეს

tavdacva_2

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის უფლება, წევრობის საფასურის გადაუხდელობის გამო, 15 ქვეყანას ჩამოართვეს. სააგენტო ,,AP”–ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მიიღო.

ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს ვენესუელას, დომინიკას რესპუბლიკას, ბურუნდის, ლიბიას და სხვა. ვენესუელას, რომელიც წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, 3 მილიონი აშშ დოლარი აქვს გადასახდელი.

გაერო-ს თავდაპირველ სასანქციო სიაში ირანიც იყო დასახელებული, თუმცა ქვეყანამ დავალიანება ბოლო მომენტში გადაიხადა.

დავალიანების მიუხედავად, გაერო-მ არ ჩამოართვა ხმის უფლება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იემენი და სომალი, რადგან ორივე სახელმწიფოში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციაა.

1,404 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top