https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Exclusive

„მყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, ძალიან გვიჭირს საკვების შეძენა“ – ლელა ჯანაშია დახმარებას ითხოვს

11221707_1665785760345189_5156622899449497760_n

საინფორმაციო სააგენტო InfoLab.Ge-ის ესაუბრა ქალბატონი – ლელა ჯანაშია, რომელმაც მოგვიყვა საკუთარი პრობლემების შესახებ. ლელა ჯანაშიას შვილი, ნიკა ჯანაშია (18 წ), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და საჭიროებს მუდმივ მომვლელს. ლელა ჯანაშია აცხადებს, რომ 11 წლის განმავლობაში უძლებდნენ მსგავს ცხოვრებას, თუმცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მეტად გაუსაძლისი გახდა პირობები.

ქალბატონმა ლელამ გადმოგვიგზავნა ვიდეო, სადაც ასახულია, რომ მათ პრობლემებზე რეპორტაჟი წარსულშიც გასულა „კურიერის“- ეთერში. ვიდეოში ჩანს, რომ ლელა ჯანაშიამ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას მიმართა, თუმცა დახმარება ვერ მიიღო. მან მოთხოვნის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც მიმართა, თუმცა, როგორც ჩანს უშედეგოდ, რადგან აცხადებს, რომ შემოსავლის წყარო მხოლოდ შვილის პენსიაა (160 ლარი), მისი თქმით, მათ ოჯახს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს.

ლელა ჯანაშია:

„მყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, მარჩენალდაკარგული. ჩემი შვილის მძიმე სამედიცინო დიაგნოზის გამო ვერ ვახერხებ მუშაობას, მისი დიაგნოზია ცერებრული დამბლა, მარჯვენა თვალის თანდაყოლილი კატარაქტა, ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა , გულის მანკი, მისი სტატუსი საჭირობს მუდმივ მომვლელს, ანუ მე ვარ ნიკას თვალი, ყური და ასე შემდეგ. ჩვენი შემოსავალი თვეში არის ჩემი შვილის პენსია, რაც თვეში 160 ლარს შეადგენს. არ გვეძლევა მარჩენალდაკარგულის პენსია და სოციალურიც მოგვიხსნეს. ძალიან გვიჭირს საკვების  შეძენა, როგორიცაა თევზი, ხორცი, რძის ნაწარმი, გადასახადების გადახდა, არ გვაქვს გაზის გამათბობელი.“

12626092_1690656544524777_2115793326_n

4,497 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top