https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

უსუფაშვილი:”ევროპასთან ასოცირება საქართველოსა და უკრაინის ეგზისტენციალური არჩევანია”

1450704015

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილის განცხადებით,  საქართველოს და უკრაინას, მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად, ერთმანეთის გვერდში დგომა ესაჭიროებათ. მისივე თქმით, ევროპასთან ასოცირება საქართველოსა და უკრაინის ეგზისტენციალური არჩევანია.

ამის შესახებ უსუფაშვილმა, პოლონეთში  ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობის ფარგლებში განაცხადა.

დავით უსუფაშვილმა ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო დისკუსიაში თემაზე: “უკრაინის ასოცირება ევროპის კავშირში-რეფორმები და მოდერნიზაცია”.

“საქართველო და უკრაინა იზიარებენ ისტორიულ წარსულს, ისევე, როგორც აწმყოს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ წარმატებას ევროკავშირის გზაზე. ამავდროულად, ორივე ქვეყანამ განიცადა მისი სუვერენიტეტის დარღვევა და ჩვენი ტერიტორიები დღესაც ოკუპირებულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ორივე ქვეყანამ გააკეთა ამ გამოცდილებიდან, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი და ერთმანეთის გვერდში დგომა”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპასთან ასოცირება საქართველოსა და უკრაინის ეგზისტენციალური არჩევანია.

“ჩვენი ქვეყნებისთვის ევროპასთან ასოცირება არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნების გარდაქმნის საუკეთესო მექანიზმი. ასოცირება ევროპასთან ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის მოდერნიზაციის დროს, უკრაინელებმა პრიორიტეტები სწორად უნდა შეარჩიონ.

მისი აზრით, მთავარი პრიორიტეტი კანონის უზენასეობის უზრუნველყოფაა.

“ჩვენი რჩევა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის იქნება ის, რომ მათ სწორად შეარჩიონ პრიორიტეტები ქვეყნის მოდერნიზაციის დროს. ჩემი აზრით, მთავარი პრიორიტეტი ამ პროცესში უნდა იყოს კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, რადგანაც კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციური მშენებლობის გარეშე ეფექტური ვერ იქნება მმართველობა. ამ ფუნდამენტური პრინციპების და ინსტიტუტების არარსებობის შემთხვევაში, მივიღებთ მხოლოდ მოკლევადიან წარმატებას”,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მართვის საქმეში საჭიროა ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ქვეყნის წინსვლაზე, რომლებიც დაიცავენ ადამიანთა უფლებებს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა და განწყობისა.

“სხვაგვარად, განვითარებისა და მოდერნიზაციის გზის ნაცვლად, შევდგებით ავტორიტარიზმის ავტობანზე, რაც ისევ იქ დაგვაბრუნებს, სადაც დავიწყეთ”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში: “აღმოსავლეთ პარტნიორობა-წარმატება თუ მარცხი.”

3,630 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top