https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„დროა, ეს ბიზნესი მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ“ – სააკაშვილი კაზინოებზე

მიხეილ სააკაშვილი

ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი სათამაშო ბიზნესის ლეგალიზების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

“გუშინ, პოლიციამ ოდესაში კიდევ ერთხელ დახურა არალეგალური კაზინოები. უკრაინის სხვა არაერთ ადგილას კი, კაზინოებს საერთოდ მთავრობის წარმომადგენლები მფარველობენ. ეს საკითხი ეხება იმას, თუ რამდენ შემოსავალს კარგავს სახელმწიფო სათამაშო ბიზნესის არალეგალიზებით. ეს ფული მიედინება მეზობელ ბელორუსსა და საქართველოში, სადაც თამაშის მოყვარული უკრაინელები მიდიან. ვფიქრობ, საკმარისია თავის მოტყუება და დროა ეს ბიზნესი მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ, რათა მისგან მიღებული შემოსავლით ავაშენოთ გზები და სხვა ინსფრასტრუქტურა, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთვის” – წერს სააკაშვილი.

4,931 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top