https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

სურსათზე ფასი 20-40 თეთრით უკვე გაძვირდა, ფასის ზრდა მკაფიოა ასევე მედიკამენტებზე

analysis

დღეს, 20/30-ის პირველი თემა ლარის გაუფასურებას და მის მიერ წამოჭრილ პრობლემებს მიეძღვნა. „ლარის ნიშნულმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია“ – ნათქვამი იყო გადაცემაში.

20/30-ის ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა წევრმა, ელგუჯა მექვაბიშვილმა განუცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ისეთივე სანქციები ამოქმედდეს საქართველოში, როგორც აზერბაიჯანში – დოლარის ქვეყნიდან გადინებისას. ელგუჯა მექვაბიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოდან დოლარის გადინება ხდება. მისი აზრით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მთვარობამ ქვეყნიდან დოლარის გატანაზე გადასახადები დააწესა, დოლარზე მოთხოვნა კომპანიებისგან გაიზარდა, შესაბამისად, აზერბაიჯანული კომპანიები ხშირად გვხდება ქართულ ბაზარზე, რომლებიც დოლარს საქართველოში ყიდულობენ, ამასთან ელგუჯა მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეროვნულ ბანკს მოუწიოს საკუთარი უფლების გამოყენება და ქვეყნიდან დოლარის გატანაზე სანქციების დაწესება მოუწიოს.

„ეს უნდა იყოს დროებითი ნაბიჯი, რომელიც განპირობებული იქნება არსებული რთული სიტუაციით, მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სანქციების დაწესება აუცილებელი გახდეს“ – ელგუჯა მექვაბიშვილი

ექსპერტების აზრით, მთავარი ისაა, რომ ლარის გაუფასურება ნაკლებად აისახოს სურსათის გაძვირებაზე. თუმცა. 20/30-ის ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის თქმით, სურსათზე ფასი 20-40 თეთრით უკვე გაძვირდა, ფასის ზრდა მკაფიოა ასევე მედიკამენტებზე.

2,958 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top