https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

Europol:”ISIS ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ახალ ტერაქტებს ამზადებს, პირველ რიგში საფრანგეთში”

teraqtierti-cr-739x428

ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო”ყველა ძალას იყენებს, რომ ევროპაში ტერაქტები მოაწყოს, – განაცხადა ევროპოლის ხელმძღვანელმა რობ უეინრაიტმა, გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

“ე.წ  “ისლამურ სახელმწიფოს” სურს და მას შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპაში თავდასხმები მოაწყოს. რასაკვრიველია, უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ იერიშების აცილება მოხდეს”,–განაცხადა უენრაიტმა.

 მისი თქმით, 13 ნოებერს პარიზში განხორციელებული თავდასხმები ცხადყოფენ, რომ ISIS–ს “მსოფლიოს მასშტაბით ტერაქტების ფართომასშტაბიანი კამპანიების წარმოება შეუძლიათ”.

“”დაიში” ახალ თავდასხმებს ამზადებს, მათ შორის მუმბაის მსგავს იერიშებს. ტერაქტები  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იგეგმება, პირველ რიგში საფრანგეთში”,–აღნიშნა სააგენტოს ხელძღვანელმა.

“ევროპოლში” ვარაუდობენ, რომ ჯიჰადისტების სამიზნე სამოქალაქო ობიექტები გახდება. უენრაიტის თქმით, ამის მაგალითია,  პარიზის ტერაქტები და რუსული თვითმფრინავის А-321–ის ბორტზე მომხდარი  აფეთქება.

“სამოქალაქო მიმართულება ექსტრემისტებს მეტად იტაცებს, რადგან მსგავსი თავდასხმები სოციალურ ქსელებსა და პრესაში დიდ რეზონანს იწვევს”,–დასძინა ევროპოლის ხელმძღვანელმა.

 

7,123 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top