https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

აშშ: “პუტინი კორუმპირებულია, ის რეალურ ქონებას მალავს”

160119000445_sp_sanctions_putin_624x351_afp

აშშ–ს ხელისუფელების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კორუმპირებულია და რეალურ ქონებას მალავს.

ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ადამ შუბინმა, BBC–ს გადაცემა “პანორამას” გამოძიების ფარგლებში განაცხადა.

“ციფრების დასახელებისთვის მზად არ ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ, სავარაუდოდ, პუტინი სახელმწიფოსგან ხელფასის სახით, წელიწადში 110 ათას დოლარს ღებულობს. ეს ამ ადამიანის ქონების არაკორექტული აღწერილობაა. მას დიდი გამოცდილება გააჩნია იმისა, თუ როგორ უნდა დამალო ქონების რეალური მაჩვენებელი”,–განაცხადა შუბინმა.

სატელევიზიო გადაცემის ფარგლებში დასმული პირდაპირი კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი კორუმპირებული, შუბინმა მტკიცებით უპასუხა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის კორუმპირებულობის შესახებ ამერიკის ხელისუფლებისთვის “დიდი ხანია ცნობილი”.

გარდა ამისა, გადაცემის ავტორები CIA(ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს) საიდუმლო მოხსენებასაც ეყრდნობიან, რომლის მიხედვით, პუტინის ქონება 40 მილიარდი დოლარით არის შეფასებული.

ანალოგიური მოსაზრება პოლიტოლოგმა სტანისლავ ბელკოვსკიმაც გამოთქვა, რომელმაც პუტინის ქონება ათობით მიალიარდით შეაფასა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდეტნის აქტივები უძრავი ქონებით არის წარმოდგენილი როგორც რუსეთში, ასევე საზღვრებს გარეთ, მაგალითად, ესპანეთში.

 

5,005 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top