https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
ეკონომიკა

ქადაგიძე:”ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის”

giorgiqadagidze

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა რა მოლოდინები არსებობს ინფლაციის მაჩვენებელთან დაკავშირებით.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სამომხმარებლო კალათაში რიგ საქონელზე ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

“ეს განსაკუთრებით ურტყამს და ყველაზე უფრო მტკივნეულია სოციალურად ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ვინაიდან მეტი თანხა იხარჯება სესხის მომსახურებაში ადამიანების რეალურად განკარგვადი შემოსავალი მცირდება, ამიტომ ის არ არის პირდაპირ პროპორციულად კავშირში ინფლაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია არის მიზნობრივ მაჩვენებელზე, გამოწვევები არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

8,282 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top