https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

“აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული” კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”

Medjunarodna_posmatracka_misija_02

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “გაყინული” კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ასეთი მოსაზრება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა გუშინ, საინაუგურაციო სიტყვაში გამოთქვა.

“ევროპაში კონფლიქტები კვლავ გადაუწყვეტი რჩება. ვითარება უკრაინაში კვლავ ფაქიზია. კონფლიქტმა 9 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქვეყნის ნაწილს კვლავ აკონტროლებენ, მშვიდობა კი კვლავ მიუღწევადია”,-განაცხადა აგრამუნტმა.

მისი თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და გაყინული კონფლიქტები კვლავ არსებობს ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დნესტრისპირეთი, მოლდოვას რესპუბლიკა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, საქართველო და მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი.

“ჩვენი მხრიდან, უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა გაყინულ კონფლიქტებზე ევროპის ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის დნესტრისპირეთში – რესპუბლიკა მოლდოვა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – საქართველო და მთიანი ყარაბაღი -აზერბაიჯანი. ეს კონფლიქტები ევროპის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს”, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა.

4,536 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top