https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

ევროკაშრის წევრი–ქვეყნების მინისტრები შენგენის ზონის შეზღუდვას, 2 წლის ვადით ითხოვენ

Rukovoditel-Evrokomissii-Yunke

ევროკავშირის წევრი–ქვეყნების წარმომადგენლებმა ეროვნულ საზღვრებზე კონტროლის ხარისხის ამაღლება მოითხოვეს.

BBC-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი–ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ჰააგაში გამართული ექსტრემალური შევხედრის დასრულების შემდეგ, ევროკომისიას მიმართეს. მიმართვაში, ქვეყნის წარმომადგენლები, საკანონმდებლო ზომების მიღებას ითხოვენ.

 არსებული წესების თანახმად, ქვეყანა, რომელიც შენგენის შემადგენლობაშია,  საკუთარი საზღვრების 6 თვის ვადით ჩაკეტვის უფლებით სარგებლობს. თუმცა, ჰააგის შეხვედრის შემდეგ, მინისტრებმა ამ პერიოდის ორ წლამდე გაზრდა მოითხოვეს.

 საკითხს ევროკომია შეისწავლის.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ევროკავშირის საზღვრების დაცვის ზომები განიხილებოდა. შევხედრის ზოგიერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი–ქვეყნების ეკონომიკა მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდება, ამიტომ მათ გარე დახმარება დასჭირდება.

უკანასკნელი წლის განმავლობაში ევროპაში მილიონამდე მიგრანტი შევიდა. უმრავლესობა მათგანი დევნილია.

 

5,837 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top