https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

თბილისის ნაწილს ელექტრო-მომარაგება დროებით შეუწყდება

თელასი

კომპანია “თელასის” ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 27 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II,III მიკრორაიონების და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე 40 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, ქეთევან წამებულის, აწყურის, კასპის, წინანდლის, კაჩინსკის, ივერიელის, შირაქის, შორაპნის, სპანდარიანის, ნავთლუღის, უჯარმის, ჭრელაშვილის, ჯორბენაძის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის, ცუცქირიძის, იორის, დუშეთის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ავლაბრის, მესხიშვილის, სამრეკლოს, ურიცკის, ლომოურის, ხეივნის, ერევნის, კალატოზის, ელენე ახვლედიანის, სპარტაკის, კარდანახის, გაბისკირიას, ბახვის, ქედის, გრემის, აბდუშელიშვილის, ალვანის, ვახტანგ მეექვსეს, ბაჩანას, გიორგი წერეთლის, ერისთავის, არარატის, არმაზის, ალაზნის, ლაისტის და მეგობრობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე 40 წუთიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის შესახვევის, გულუას, ბერი გაბრიელ სალოსის, ჩოლოყაშვილის, დიდი ხეივნის, გორგასლის, კრწანისის, ორთაჭალის, წინანაურის, მელქაძის, კალანდაძის, ნადიკვარის და ბერძნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, გვეტაძის, გაფრინდაულის და ყიფიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების, შეშელიძის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

3,622 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top