https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

ნეთანიაჰუ პან გი მუნს ტერორიზმის წახალისებაში ადანაშაულებს

151119211618_israel_attack_624x351_reuters

ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გაეროს გენერალურ მდივანი პან გი მუნი ტერორიზმის წახალისებაში დაადანაშაულა.

პალესტინელებზე საუბრისას, პან გი მუნმა განაცხადა, რომ იმ ერის მხრიდან რომელიც შევიწროებას ებრძვის, მისი ასეთი რეაქცია ოკუპაციაზე ბუნებრივია.

ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას, გენსეკმა პალესტინელების მხრიდან ისრაელებზე თავდასხმის ფაქტი დაგმო.

“გაეროს გენერალური მდვინის კომენტარები, ტერორიზმს წაახალისებს. ტერორიზმს გამართლება არ აქვს”,–განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პალესტინელების მხრიდან ისრაელებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, გასული წლის ოქტომბრიდან,  28 ადამიანია მოკლული.

მიმდინარე თვეს, ექვსი შვილის დედა, 39 წლის დაფნა მეიერი, ოტნიელში, საკუთარი შვილების თვალწინ მოკლეს.

25 იანვარს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან, 24 წლის ქალბატონი იქნა მოკლული. ეს, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში უკვე მეათე თავდასხმაა.

 

 

 

7,473 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top