https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

აჭარაში ელექტროენერგია 2 900 აბონენტს არ მიეწოდება

0003

აჭარაში ელექტროენერგია 2 900 აბონენტს არ მიეწოდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის გამორთული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე უნდა აღდგეს.

დიდთოვლობის გამო ბათუმის, ხელვაჩაურის და ქობულეთის ყველა სკოლა და ბაღი დახურულია. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ქედის 7 სკოლაში და შუახევისა და ხულოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში.

აჭარაში დღეს აღარ თოვს. ბათუმის ცენტრალური ქუჩები ნაწილობრივ გაწმენდილია, მეორეხარისხოვან ქუჩებზე გადაადგილება კვლავ შეფერხებულია. ქალაქში გზები მოყინულია და მოძრაობა ამის გამოც ფერხდება.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის პაატა დუმბაძის თქმით, ქალაქის ავტობუსები 70%-იანი დატვირთვით ამუშავდა.

2,998 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top