https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

EUCOM: მთავარი პრიორიტეტი ევროპაში რუსული აგრესიის შეკავებაა

General Philip M. Breedlove (Supreme Allied Commander Europe)

ევროპაში აშშ–ს შეიარაღებული ძალების სარდლობამ (EUCOM) ახალი სამოქმედო სტრატეგია გამოაქვეყნა,რომლის  მთავარ პრიორიტეტად , “რუსული აგრესიის შეკავება” დასახელდა.

ამის შესახებ ევროპაში EUCOM–ის სარდლობის საიტზეა ნათქვამი, რომლის ავტორია ევროპაში ნატო–ს ძალების მთავარსარდალი, გენერალი ფილიპ ბრიდლავი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი მთავარ საფრთხეს იმიტომ წარმაოდგენს, რომ ის “ევროპაში მეზობლების სუვერენიტეტის მიმართ პატივისცემით არ გამოირჩევა”, ანტარქტიკაში სამხედრო ძალების ზრდით არის დაკავებული და სირიაში სამხედრო კამპანიას აწარმოებს.

“რუსეთი სხვადასხა რეგიონში ჩვენი მოკავშირეებსა და პრტნიორებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც გლობალურ რეაქციას მოითხოვს”,–ნათქვამია დოკუმენტში.

გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთი დასახელებულია როგორც საფრთხე აღმოსავლეთიდან და ჩრილოდეთიდან, მაშინ როდესაც  სამხრეთიდან ევროპისთვის საფრთხეს “ისლამური სახელმწიფო” წარმოადგენს.

EUCOM ახალ სტრატეგიაში აღნიშნავს, რომ მისთვის 2015 წელი  ყველაზე “დატვირთული” იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ. მათი თქმით, რეგიონში აშშ–ჯარის შემცირება, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ევროპაში სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დააყენა.

 

 

 

915 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top