https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
განათლება

ვითხოვ გზა გაწმინდონ, რომ ხვალ დედის დაკრძალვა შევძლო

1453909432426676

„გვიშველეთ, დიდთოვლობის შემდეგ გაუწმენდავი გზების გამო დედა დაუკრძავი მრჩება“- „გურიის მოამბეს“ სოფელ ორაგვედან ურუშაძეების ოჯახი დაუკავშირდა და ინფორმაციის გავრცელება სთხოვა.

როგორც კაკო ურუშაძე ამბობს, მას დედა გარდაეცვალა, გზები კი დღემდე გაწმენდილი არ არის და ამის გამო შესაძლოა დედა ვერ დაკრძალოს.

„ამ მთავრობას ვერაფერი გავაგებინე, ვითხოვ გზა გაწმინდონ, რომ ხვალ დედის დაკრძალვა შევძლო. ბათუმში ვცხოვრობ, იმისათვის, რომ კონახი სახლამდე მიგვეტანა 4 კილომეტრი ფეხით ვიარეთ, ახლა გზა ისევ გაუწმენდავია, რაც პრობლემას გვიქმნის. ვითხოვთ გზა გაწმინდონ, რომ ხვალ დედის დაკრძალვა შევძლო“,- განაცხადა კაკო ურუშაძემ.

გამგებლის წარმოამდგენელი მაჩხვარეთის ტერიტორიულ ერთეულში, გურამ იმნაიშვილი “გურიის მომბესთან” ამბობს, გზა ამ წუთებში იწმინდება და პრობლემა სავარაუდოდ, ხვალ მოგვარდება.

“ახლაც აქ ვართ, იწმინდება გზა, მაგრამ ორაგვე ისეთი ადგილია, უჭირს ტექნიკას მუშაობა. მარტივად ვერ ვახერხებთ იქ გაწმენდით სამუშაოებს. იმედია, ხვალისთვის მოვახერხებთ მათ სახლამდე გზის გაწმნდას”- განაცხადა იმნაიშვილმა.

6,620 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top