https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„ეს მოხდა 26 მაისს, ჩვენ დავისაჯეთ და ძალიან მკაცრად, ჩვენი პროფესიის გამო“

collage

გადაცემაში – 20/30, რეპორტაჟი გავიდა ე.წ. ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც განცხადება გაავრცელა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა.

ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსაუხრმა, გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ ჯერ გრიფის მოხსნა მიზანშეწონილი არ არის, რასაც ფოტო-რეპორტიორები არ დაეთანხმნენ და კვლავ მოითხოვეს გრიფის მოხსნა.

„ისინი ამბობდნენ, რომ ეს მოხდა 26 მაისის გამო. ჩვენ დავისაჯეთ და ძალიან მკაცრად, ჩვენი პროფესიის გამო“ – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

20/30-ის ჟურნალისტებს 26 მაისის ფოტორეპორტიორმა განუცხადა, რომ მისთვისაც უცნობია ის მტკიცებულებები, რასაც უმძიმესი ბრალდება, ჯაშუშობა დაეფუძვნა. ირაკლი გედენიძესთან ერთად გასამართლებული 3 ბრალდებული რეპორტიორი 4 წელია  გრიფის მოხსნას ითხოვს.

გია აბდალაძე – „საერთოდ ვისი ჩვენებების საფუძველზე დაგვიჭირეს, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, არაფერი არ ვიცით“

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარემ, ეკა ბესელიამ, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, სადაც ნათქვამია, ფოტო-რეპორტიერობის საქმეში პოლიტიკური ინტერესები იყო, ასევე პოლიტიკური სვლა იყო მათი ჯაშუშობის ბრალდება.

2,399 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top