https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

„ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, რითაც ქულას მხოლოდ ლავროვი და მისი უწყება ჩაიწერს“ – დოლიძე

12604708_744833175653502_7422333134563513372_o

20/30-ის ეთერში სტუმრად ვიქტორ დოლიძე იყო მიწვეული, სადაც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ლავროვის განცხადებაზე ისაუბრა. მისი აზრით, ჰააგის სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილება, სწორი ნაბიჯი იყო და ასევე მყარი იყო ქართული მხარის მიერ მიწოდებული არგუმენტაციაც.

„ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლობა, მთლიანად რუსეთის ფედერაციას ეკისრება და დეოკუპაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“ – ვიქტორ დოლიძე

მისი აზრით, ჰააგაში უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა მირებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება, ეს პროცესები კი დეოკუპაციის საკითხში საქართველოს დიდი ბერკეტია.

20/30-ში ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ლავროვის განცხადებაზე. მისი თქმით, რუსეთის ყველა განცხადება მუქარად აღსაქმელია. ის მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები ადრეც გაკეთებულა და ამაში საგანგაშო არაფერია. რაც შეეხება ორი მინისტრის შეხვედრას, ამ შეხვედრისთვის სპეციალური მომზადებაა საჭირო.

„ნებისმიერ კომუნიკაციას ვემხრობი, მაგრამ თუ საუბარი მაღალი დონის შეხვედრაზეა, ამას წინ მოსამზადებელი სამუშაოები უნდა უძღოდეს, რათა მხარეებმა ვიცოდეთ, რაზე ვსაუბრობთ. თუ დეოკუპაციაზე, ცხინვალსა და აფხაზეთში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო დაბრუნებაზე ვისაუბრებთ, ეს ჩვენს მოლაპარაკებებში გარღვევა იქნება, მაგრამ თუ მათ მიზანს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ახლა არსებული სტატუს-ქვოს დატოვება წარმოადგენს, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, რითაც ქულას მხოლოდ ლავროვი და მისი უწყება ჩაიწერს. მე ამის წინააღმდეგი ვარ.” – ვიქტორ დოლიძე,

3,651 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top