https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Exclusive

მარნეულში საპირფარეშოს ჭაში ჩავარდნილი ახალშობილი გადაარჩინეს (+ფოტო)

5435_1109109249109020_8420933361536070905_n (1)

მარნეულის რაიონული პოლიციის სამმართველოს  თანამშრომლებმა, გვიან ღამით, საპირფარეშოს ჭაში ჩავარდნილი ახალშობილი გადაარჩინეს.

როგორც InfoLab–თვის გახდა ცნობილი,  ახალშობილის დედა სამშობიაროში მივიდა და ექიმს განუცხადა, რომ ბავშვი მუცლიდან გაუცურდა და ჭაში ჩავარდა. ქალი დახმარებას ითხოვდა. ექიმებმა კი მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

“მისამართზე მივედით. ბავშვი 3 მეტრის სიღრმეში აღმოვაჩინეთ, ის ჯერ კიდევ სუნთქავდა. საჭირო ხელსაწყოები არ გვქონდა, თუმცა მაინც შევუდექით გადარჩენის ოპერაციას, დრო არ იცდიდა”,–განაცხადა ჩვენთან საუბარში სამმართველოს თანამშრომელმა.

ახალშობილი–გოგონა, სამშობიაროს რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი,მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

12553103_1109109382442340_178312368875047643_n

12650820_1109109285775683_6705532645003227399_n

5435_1109109249109020_8420933361536070905_n (1)

3,932 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top