https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს ანაზღაურება 5-დან 20%-მდე გაეზარდათ

crop_be7f4

საბავშვო ბაღების თანამშრომლებს დღეიდან ანაზღაურება 5-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძის თქმით, 5-დან 20%-მდე გაზრდილ ხელფასს თბილისის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა თანამდებობაზე მომუშავე პირები მიიღებენ.

სულ ხელფასის მომატება 6 585 თანამშრომელს შეეხება. ამ მიზნით კი თბილისის მერიის წლევანდელი ბიუჯეტიდან, 3 642 მლნ. ლარია გამოყოფილი.

“თბილისის მერის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება საბავშვო ბაღებში თანამშრომლებისათვის ხელფასების გაზრდა იყო. დღეს ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. ასევე საბავშვო ბაღების 17 დირექტორს ხელფასები სხვა დირექტორების მსგავსად ექნებათ და მათ ხელფასებს გაუთანაბრდება”, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში თბილისის მერიის შპს-ებისა და აიპი-სგან განსხვავებით დაბალი ხელფასები იყო და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასების ზრდა სწორედ ამით არის განპირობებული.

4,397 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top