https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

ბარაკ ობამა პუტინის შესაჩერებლად მძიმე შეიარაღებას ზრდის

Putin-and-Obama

„ბარაკ ობამა პუტინის შესაჩერებლად მძიმე შეიარაღებას ზრდის” – ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

როგორც გამოცემა ობამას ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს ქვეყნებში მძიმე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

წყაროს თანახმად, თეთრი სახლი ევროპაში ამერიკული შეიარაღების განლაგების მიზნით რეკორდულ 3,4 მილიარდი აშშ დოალრს დახარჯავს.

„გაზრდილი სამხედრო პოტენციალი, უარაღი და აღჭურვილობა აშშ-ისა და ნატოს ძალების მიერ იქნება გამოყენბული ევროპაში და ეს იქნება სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის. ეს არის გრძელვადიანი რეაქცია ევროპაში უსაფრთხოების ცვლილებების ფონზე და ასახალს ახალ სიტუაციას, რომელშიც რუსეთი უფრო და უფრო რთულ როლს თამაშობს“ – ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, პენტაგონის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დამატებითი ძალები და სამხედრო აღჭურვილობა შესაძლოა, უნგრეთში, რუმინეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიგზავნოს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ადმინისტრაციის წაწმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილბა არა მხოლოდ რუსეთის შეკავებისკენ, არამედ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების ევროპაში შემოდინების წინაღმდეგ არის მიმართული.

2,878 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top