https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Uncategorized

„დილა“ ბელეკში მეორე ეტაპისთვის მზადებას შეუდგა

i_62ed129cf5233089f61fd1a887a44f52_1454365595286362_0

1 თებერვალს გორის „დილამ“ თურქეთის საკურორტო დაბა ბელეკში მეორე მოსამზადებელი ეტაპი განაახლა. „დილა“ სასტუმრო „პაპილონში“ დაბანაკდა, სადაც საკმაოდ კარგი პირობებია იმისთვის, რომ გუნდი მეორე ეტაპისთვის სათანადოდ მოემზადოს.

„დილა“ ბელეკში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ჩავიდა და საღამოს პირველი ვარჯიში გამართა. წვრთნამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. 2 თებერვალს „დილა“ უკვე ორჯერად ვარჯიშებს გამართავს, ხოლო 3 თებერვალს პირველი ამხანაგური შეხვედრა ექნება ყაზახურ „ირტიშთან“, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ უჩა სოსიაშვილმა ბელეკში შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
მეკარეები: მუჯრიშვილი, მარიამიძე, ლეგაშვილი.
მცველები: ღონღაძე, კვახაძე, კვირკველია, ხურცილავა, ლომიძე, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, სამხარაძე, თომაშვილი.
ნახევარმცველები: ფალავანდიშვილი, ძარია, წიქარიძე, ერისთავი, კვირკვია, ნონიკაშვილი, თექთურმანიძე, საბაძე, გოგუა, ელიაური.
თავდამსხმელები: მაშუკოვი, ჩელებაძე, მოდებაძე, მარცვალაძე, ახალკაცი.

„დილას“ პრესსამსახური

1,719 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top