https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Uncategorized

„წარმოდგენა არ მაქვს, ბაია გადაბაძე საიდან ასახელებს ამ თანხებს“ – გია გაჩეჩილაძე

Screenshot_1

20/30-ის ეთერში გია გაჩეჩილაძემ ისაუბრა ტელეკომპანია „მაესტროს“ შესახებ და მიმდინარე პროცესებზე კომენტარები გააკეთა. მან განაცხადა, რომ არაფრით დაუშვებდა „მაესტროს“ გაკოტრებას, რადგან ის მიიჩნევს, რომ კომპანია მიზანმიმართულად კოტრდება. მან განაცხადა, რომ მაესტროს, მაკა ასათიანის მეუღლე – კოტე  გოგელიას გარდა, უამრავი ადამიანი დახმარებია ფინანსურად, თუმცა ბოლოს აღრიცხვისას ეს არ გამოჩენილა.

“მაესტროს დახმარებია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, მაესტროს დახმარებია ბიძინა ივანიშვილი და ეს საჯაროდაც უთქვამს, ჩვენც ხშირად დავხმარებივართ მაესტროს, დახმარებია ჩემი ძმა. მოგეხსენებათ, მაშინ სააკაშვილის დრო იყო და ხან იქიდან შემოგქონდა მაესტროს საცოცხლებელუ ფული და ხან აქედან, ეს არ ფორმდებოდა ქაღალდებზე და როდესა აღრიცხვიანობა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მთელი ფული კოტე გოგელიასი“

გია გაჩეჩილაძე 20/30-ის ეთერში აცხადებს, რომ მცდელობების მიუხედავად, მაკა ასათიანთან ვერ შედგა შეხვედრა და განხილვა აღნიშნული საკითებისა. ხოლო მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა დაინტერესება ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს და რატომ ეხმარება გია გაჩეჩილაძეს ირაკლი რუხაძე, მან აღნიშნა:

 „ირაკლისთან ძალიან ახლოს ვარ და ბევრი გვილაპარაკია ტელევიზიის განვითარებაზე და ის ძალიან საღად და კარგად ხედავს ამ ყველაფერს და ეს თვითონ მოინდომა. რაც შეეხება ინტერესს, არანაირი ინტერესი არ აქვთ, მათ უნდათ, რომ დაუბრუნდეს სახელი მაესტროს. ხოლო წარმოდგენა არ მაქვს, ბაია გადაბაძე საიდან ასახელებს ამ თანხებს.

5,479 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top