https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
ჯანდაცვა

გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 357-მდე გაიზარდა

h1n1_influenza_061215

გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 357-მდე გაიზარდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ის არ ცილდება დაშვებულ ზღვარს.

ბოლო ინფორმაციით, გრიპის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ექიმთან დროულად მიმართვას ურჩევს.

რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთ სკოლაში სწავლა შეწყვეტილი არ არის. მინისტრის თქმით, მონიტორინგი გრძელება. ამ ეტაპზე კი პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს.

შეგახსენებთ,რომ თუ გრიპის ვირუსის შემთხვევები კვირის განმავლობაში 100 ათას მოქალაქეზე 500-ს მიაღწევს, მაშინ უკვე ქვეყანაში ეპიდემია ცხადდება.

ბოლოს ასეთი შემთხვევა 2009 წლის დეკემბრის ბოლო კვირას იყო. მაშინ კვირის განმავლობაში 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 600-ს გადააჭარბა.

2,509 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top