https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
ბლოგი

„მადლიერებაზე რომ მიდგეს საქმე, ნახევარი მთავრობა ჩუმად უნდა იყოს“ – ჯონდო ცინიკურია

Screenshot_1

იცნობდეთ და კითხულობდეთ: ჯონდო ცინიკურია! 

მოკლედ, დიდი ამბები იყო დღეს, მოგეხსენებათ, ალბათ, პარლამენტში. სამზადისი იყო სასწაული. დიდი, პატარა, მაღალი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი,  ყველა იქ იყო და პრეზიდენტს უცდიდა, კაცო. ისე, ჩვენში დარჩეს და, ამ წინა 4 წელს თუ გადავხედავთ, ეს ლოდინიც დიდი ამბავია, რომ იცოდეთ.

გამოჩნდა როგორც იქნა პრეზიდენტი, მიესალმა ყველას, მოისმინეს ჰიმნი და დაიწყეს ახლა ამათმა მოსმენა, იმან ღაღადი. არ იყო ცუდი მაგი ამბავი, არ დამსგავსებია ახლანდელი ადრინდელ შეხვედრებს. ყველა იყოვო, აღნიშნეს კიდეც. არ დაუწყიათ ბუტიაობა, მე არ მივალ და შენ მიდი, ან შენც არ მიხვიდეო პრეზიდნტის მოსასმენადო. კაია ეს ამბავი და მიხარია, მარა მე ის მაფიქრებს, ეს ამათი მოსვლიდან მეოთხე წელს რატო უნდა მიხაროდეს, კაცო?! – იქნებ თქვენ გქონდეთ პასუხი, მარა მაგი არაფერია, გამოსწორდება – სად წავა.

და ამ მშვიდ სიტუაციას თოფის გასროლასავით დაატყდა გოგი თოფაძე. ილაპარაკა რაღაცა, ვუსმინე, ვუსმინე და ბევრი ვერაფერი გავიგე, ალბათ, თოფის გასროლა მეთქი, რომ ვახსენე – ე, იმ თოფმა ცოტა ყურს დამაკლო. მარა ერთი კი გამახსენდა ახლა. ბოლოს უთხრა თოფის გასროლასავით დატეხილმა თოფაძემ მარგველაშვილს, ბევრი ლაპარაკის ნაცვლად ქართველ კაცს მადლიერების გამოხატვა უფრო უნდა ახასიათებდესო. შენო, მადლიერიც არ ხარ, პრეზიდენტი რო გახდი, თორე შენ ვინ აგირჩევდაო.

ბატონო გოგი, თოფივით თოფაძევ, საინტერესოა, რას გულისხმობდით და რა გენებათ რომ გეთქვათ. ჩემი მეგრული გონებაც კი ამირიეთ და გონზე ვეღარ მოვსულვარ მგონია… ისე, აქვე გავიხსენოთ, მადლიერებაზე რომ მიდგეს საქმე, ნახევარი მთავრობა ჩუმად უნდა იყოს და რა ვიცი, ბატონო, თქმელობა ისედაც გვჭირს და თქვენ თუ დაგიჯერეთ, საერთოდ რაღა იქნება ნეტავი?!

შეხვედრამდე, აწი და თქვენთან ვარ მე სულ… თქვენი ჯონდო ცინიკურია!

4,717 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top