https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

გოგი თოფაძემ პარლამენტის საკუთარი კაბინეტიდან ჟურნალისტები გააძევა

news_29997

ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარე გოგი თოფაძემ ჟურნალისტები ქუთაისის პარლამენტში, საკუთარი კაბინეტიდან გააძევა.

მედიის წარმომადგენლებს დეპუტატთან მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის ჩაწერა სურდათ.

როგორც თოფაძემ აღნიშნა, ის კომენტარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში გააკეთებს, დანარჩენ შემთხვევაში კი მას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

“პირდაპირი ეთერის გარდა კომენტარს არსად არ გავაკეთებ. “რუსთავი 2″-ს კი საერთოდ პატივს არ ვცემ”, – აღნიშნა გოგი თოფაძემ.

3 თებერვალს, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ამის შემდეგ  კი ფრაქციების თავჯდომარეებმა გიორგი მარგველაშვილს კითხვებით მიმართეს.

ფრაქცია „მრეწველების“ ლიდერმა გოგო თოფაძემ, პრეზიდენტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ქართველ ხალხს დაუნებს უწოდებდა. მოგვიანებით კი თოფაძემ განმარტა, რომ გიორგი მარგევლაშვილმა აღიშნული კომენტარი ჟურნალ „დრო მშვიდობისაში“ სტატიაში სახელწოდებით – “ნიჩურტა მე ქართველი ვარ”  გააკეთა.

2,803 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top