https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„მაესტროში“ გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა, იმედია ეს მოცემულობა არ შეიცვლება” – არხის ჟურნალისტების განცხადება

1449522830_maestro

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ბაია გადაბაძის მმართველობის პერიოდში ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

“მაესტროს” თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება.

InfoLab ტელეკომპანია მაესტროს“ჟურნალისტების განცხaდებას უცვლელად გთავაზობთ.

“მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა “მაესტროს” თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არც ერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის, არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არც ერთი მცდელობა. ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და “მაესტრო” არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო”, – ნათქვამია ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

3,453 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top