https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

2030-ის რედაქცია ელისო კილაძის განცხადებას გამოეხმაურა

1454600694763723

ელისო კილაძის განცხადებას ტელეკომპანია “ჯიდიესი”-ის გადაცემა 2030-ის რედაქცია გამოეხმაურა:

“2030-ის რედაქცია ელისო კილაძის მიერ ნახსენები ჟურნალისტის გვარის დასახელებაში ვერანაირ ეთიკურ პრობლემას ვერ ხედავს. პირიქით, თუ ქალბატონ ელისოს მართლაც შეუძლია თავისი ნათქვამის დასაბუთება და მხოლოდ ჭორს არ ეყრდნობა, რაც, სამწუხაროდ, ხშირი მოვლენა გახდა, მაშინ მისი, ისევე როგორც ყველა ჟურნალისტის სწორედაც რომ პროფესიული მოვალეობაა, დაასახელოს ამ ჟურნალისტის ვინაობა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რა ფორმით მონაწილეობდა 2030-ის ჟურნალისტი მაესტროში მიმდინარე პროცესებში. ჟურნალისტური სტანდარტის მიხედვით, არაეთიკური და არაპროფესიულ საქციელს წარმოადგენს სწორედაც რომ მედიისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მედიის მხრიდან ამ არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება და შემდეგ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება.

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა, ელისო კილაძიემ, „TVპირველზე“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებში ორი სანდო ადამიანის მეშვეობით ჩართული იყო. ასეთ „ორ სანდო ადამიანად“ ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი დაასახელა.

კილაძემ აღნიშნა, რომ 2030-ის ჟურნალისტის ვინაობა იცის, თუმცა „გარკვეული ეთიკური მოსაზრებების გამო არ ასახელებს“- აღნიშნულია რედაქციის განცხადებაში.

4,815 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top