https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

მინისტრებს და პრემიერმინისტრს შევახსენებ, რომ ხელისუფლებაში მაესტროს დიდი ძალისხმევით არიან

Screenshot_2

დღეს, 20/30-ის ეთერში ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომენტარები გააკეთა. მან ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლებას სურს, გააკონტროლოს მაესტრო, რადგან წინასაარჩევნოდ, მხოლოდ GDS-ის რესურსი არ ჰყოფნით. ბაია გადაბაძე იმასაც აღნიშნავს, რომ GDS-ის ჟურნალისტებთან „მაესტროზე“ არასდროს უსაუბრია.

ბაია გადაბაძემ ისიც აღნიშნა, რომ „მაესტროს“ ძალისხმევით არიან მინისტრები და პრემიერი ახლა მთავრობაში და მათ არ უნდა დაუშვან ის, რაც „მაესტროს“ გარშემო ხდება. ბაია გადაბაძე ვარაუდობს, რომ მთავრობას სურს კონტროლის მოპოვება ტელევიზიაზე, როგორც წარსულში მოინდომა „ნაციონალურმა მოძრაობა“.

“მინისტრებს და პრემიერმინისტრს შევახსენებ, რომ ხელისუფლებაში მაესტროს დიდი ძალისხმევით არიან. ტელევიზიების კონტროლის სურვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უჩნდებათ. ასე მოუნდა “ნაციონალურ მოძრაობასაც”. იმედი მქონდა, რომ “ქართული ოცნება” ამას არ იზამდა, მაგრამ როგორც ჩანს, იმედები გამიცრუვდება.” – ბაია გადაბაძე

3,960 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top