https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

,,ახალი ტფილისი“ – თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს

Screenshot_1

თბილისის მერის, დავით ნარმანიას, Facebook-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. INFOLAB უცვლელად გთავაზობთ მას:

„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა – „ახალი ტფილისი!“
პროექტი მართლაც რომ უნიკალურია თავისი შინაარსით, მოცულობითა და იმ სარგებლით, რასაც მისი განხორციელებით თბილისი, თბილისელები და დედაქალაქის თითოეული სტუმარი მიიღებს!
პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.
დიახ, „ახალი ტფილისი“ ნიშნავს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ – რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მოედნების-გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას!
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. უკვე მიმდინარეობს ღვინის აღმართისა და გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. დღეს კი დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია.
რაც შეეხება იმ მასშტაბურ სამუშაოებს, რომელიც ამ წუთებში დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის 45 მისამართზე. პროექტის ფარგლებში შენობა-ნაგებობების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამასთან, მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები, მოპირკეთდება ქუჩები, დამონტაჟდება ახალი განათებები და მანიშნებლები.
შეიცვლება გამზირის საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი. მოეწყობა გადასასვლელები, ჩატარდება გამწვანების ღონისძიებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის!
რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში:
• კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია;
• აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი – გალერეა;
• მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასაქმდება 800-მდე ადამიანი!
და რაც მთავარია, მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, უძრავი ქონების ღირებულების ზრდის შედეგად, მათი სოციალური მდგომარეობაც გაუმჯობესდება!
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც მცირეოდენი წვლილი მაინც აქვს შეტანილი ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებაში.
წარმატებები ვუსურვო როგორც ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობას, თბილისის განვითარების ფონდს, ასევე, თითოეულ თბილისელს აღნიშნული, პროექტის განხორციელებაში!
პროექტი „ახალი ტფილისი“ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქალაქის მომავალია!
603 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top