https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

8 თებერვლიდან ტელეკომპანია “მაესტრო” წარწერის გარეშე იმაუწყებლებს

2799460

8 თებერვლიდან ტელეკომპანია “მაესტრო” წარწერის გარეშე იმაუწყებლებს, – ამის შესახებ “მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 4 თებერვალს მიიღო და ბრძანებაც ამავე დღეს გასცა.

“ბაჩოს [კიკაბიძეს] ეს ლოგო ჩემთვის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადმოცემული, ამ მენეჯმენტისთვის და დაფუძნებლების იმ კონფიგურაციისთვის, რაც იყო და ვიცოდი, რომ სხვა შემთხვევაში ის ამის წინააღმდეგი იქნებოდა. ამიტომ მე მივეცი ჩემს თანამშრომლებს მითითება, რომ ორშაბათს მოხსნან ლოგო ეთერიდან. ეს არის ჩემი ბოლო კანონიერი ბრძანება, რაც გავეცი აქ. წარწერა “მაესტრო” ეთერში არ იქნება და ცისფერი ბურთი დარჩება”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ტელეკომპანია “მაესტროს” აქციების საკონტროლო პაკეტს ამ დროისთვის გია გაჩეჩილაძე ფლობს. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რეესტრით კვლავ ბაია გადაბაძეა, ხოლო საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გენერალურ დირექტორად თავისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნას გეგმავს.

3,329 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top