https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
Exclusive

„რაც ჩვენ გავაკეთეთ, ნეტა იმდენი გააკეთონ“ – სევდია უგრეხელიძე

92002573

სევდია უგრეხელიძემ InfoLab-თან საუბრისას კომენტარი გააკეთა თბილისის მერიის პროექტთან („ახალი ტფილისი“) დაკავშირებით:

„დადებითად ვუყურებთ და ვაფასებთ, თუმცა სირცხვილია, როდესაც პრემიერს ატყუებენ, თითქოს იქ ფასადები იღებებოდა მხოლოდ და ახლა საფუძვლიანად აკეთებენ. მივესალმებით, რა თქმა უნდა, ამ წამოწყებას, თუმცა „ახალი ტფილისი“, „ახალი ტალღა“ ეს არის სასაცილო სიტყვები. დიახ, აღმაშენებლის რეაბილიტაცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიგეგმა, ბოლომდეც უნდა მისულიყო, მაგარამ ამათ გააჩერეს, თუმცა კარგია, რომ აგრძელებენ, რა თქმა უნდა, არსებობს ახალი ხედვები და შესაძლოა, რაღაც უკეთ გააკეთონ, ამას მივესალმებით.  მაგრამ არაა საჭირო ასეთი ბავშვეური, სასაცილო, როგორც სჩვევიათ, ყოყლოჩინა-მამლაყინწური ფრაზები, თითქოს პირველად აკეთებენ და ამათ მოიფიქრეს თბილისის რესტავრაცია. ასე რომ არ საუბრობდნენ, უფრო სოლიდური იქნებოდა.

რაც შეეხება მერის განცხადებას, რომ რესტავრირებული სახლებიდან მოსახლეობა მიდის და რაღაცებს ითხოვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მოსახლეობა ყოველთვის მეტს ითხოვს სახელმწიფოსგან. ჩვენგანაც ითხოვდნენ ბინებში ევრო-რემონტს. ჩვენ რამდენის შესაძლებლობაც გვქონდა, იმდენს ვხარჯავდით. ესენი თუ უფრო მდიდრები არიან და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ, მეტი დახარჯონ, მეტი გაუკეთონ, არავინაა ამის წინააღმდეგი. ეს ცუდი არ იქნება, რაც უფრო მეტს გააკეთებენ, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, ნეტა იმდენი გააკეთონ.

სამწუხაროდ არ აკეთებენ შემოვლით რკინიგზას, სამწუხაროდ არ აკეთებენ ხიდს „ვეფხი და მოყმესთან“… სამწუხაროდ, ბევრ რამეს არ აკათებენ. მაგრამ, რასაც გააკეთებენ დავაფასებთ ნამდვილად.

3,444 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top