https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სამართალი

„ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა“ მკვლელობის დეტალები გორიდან

იარაღი

зოლიციელები ამ დრომდე ეძებენ 50 წლის კახა ქისიშვილს, რომელსაც ბრალად ორმაგი მკვლელობა ედება.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალსб გვიან ღამითб გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ყოფილი ცოლი, 45 წლის ირმა გაგლოშვილი და მისი ამჟამინდელი მეუღლე სანადირო თოფოთ დახოცა.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ორი გასროლა მოახდინა – ქისიშვილმა ჯერ ქალს ესროლა, შემდეგი ტყვია კი – შუახნის მამაკაცს.

მეზობლების თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოლს წლების წინ დაშორდა, ქალი მეორედ გათხოვდა და ოჯახთან ერთად (პირველი ქორწინებიდან შეძენილ ქალ-ვაჟთან ერთად) ისრაელში ცხოვრობდა.

,,და დამეღუპა, დედაც და მამა გამექცა, სულ მარტო დავრჩი” – განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი ქალისა და მისი ყოფილი მეუღლის საერთო ვაჟმა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიანб ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, როცა ისრაელიდან გარდაცვლილი ქალის საერთო შვილი – 25 წლის გოგონა ჩამოასვენეს.

როგორც ირკვევა, მოკლილი ქალისა და ბრალდებულის შვილმა ურთულესი ოპერაცია ვერ გადაიტანა.

„დაახლოებით 02:30 საათი იქნებოდა, ხმაურზე გამეღვიძა, რომ გადავიხედე ფანჯრიდან, საზარელი სურათი დამხვდა. ეზო პოლიციელებით იყო სავსე. ეზოში მამაკაცის ცხედარი ესვენა, ირგვლივ კი სისხლის გუბეები იდგა. სანადირო თოფით მოუკლავს… ჯერ ქალისთვის უსვრია, მერე მისი ქმირთვის“ – განაცხადა თვითმხილველმა ილია მეტრეველმა.

მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი ქალბატონი ისრაელში მუშაობდა, შვილებიც თან ჰყავდა , ქმარი კი გორში აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა.

კიდევ ერთი მეზობლის, ლია ლაბაძის განცხადებით, გარდაცვლილი ქალი საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა და მეზობლებთან თითქმის არ კონტაქტობდა.

„შვილი გუშინ 11 საათზე ჩამოასვენეს. მკვლელობაში ბრალდებული გოგონას პანაშვიდზე მივიდა, ვერავინ წარმოიდგენდა რომ ეს სისასტიკე ჰქონდა ჩაფიქრებული“- ამბობს ის.

გორში ჩადენილი სასტიკ მკვლელობაზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: newpost.ge

1,334 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top