https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი

Putin-and-Obama

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას, სირიასა და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. “ბი-ბი-სი” კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება , რომ საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.
ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ძალისხმევას უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ერთიანი ანტიტერორისტული ფრონტი სირიაში. პუტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას მინსკის შეთანხმებათა შესასრულებლად, მათ შორის დონბასთან პირდაპირი დიალოგის დაწყებით, განახორციელოს ამნისტია და საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკთან იქნება შეთანხმებული. ასევე, ძალაში უნდა შევიდეს ცვლილება კანონში განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.

5,361 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top