https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სირიაში ბაშარ ასადის გარდა, სხვა ლეგიტიმური ძალა ამ ეტაპზე არ არის“ – მედვედევი

dmitry-medvedev(1)

რუსეთი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს პირადად არ უჭერს მხარს, მოსკოვი ინარჩუნებს მეგობრულ კავშირებს სირიასთან, როგორც ქვეყანასთან, – აღნიშნული განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა “ევრონიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთსა და სირიას შორის კავშირები ჯერ კიდევ ბაშარ ალ-ასადის მამის ჰაფეზ ასადის პრეზიდენტობის პერიოდში დამყარდა.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სირიაში ბაშარ ასადის გარდა, სხვა ლეგიტიმური ძალა ამ ეტაპზე არ არის. ის არის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მოსწონთ იგი თუ არა. მისი ამ პოზიციიდან გამოყვანა, ქაოსს გამოიწვევს. ჩვენ ახლო აღმოსავლეთში არაერთი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც ქვეყანა უბრალოდ დაიშალა, როგორც ეს მოხდა მაგალითად ლიბიაში”, – აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, რუსეთის საჰაერო ძალების მიერ სირიაში მოქმედებას რამდენიმე მიზეზი აქვს. “პირველი მიზანი, რამაც რუსეთი იძულებული გახადა არის ეროვნული ინტერესების დაცვა. სირიაში უამრავი მებრძოლია, რომლებსაც რუსეთში ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა და ტერორისტული აქტების განხორციელება. მეორე მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თხოვნას აქვს სამართლებრივი საფუძველი”, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა.
მედვედევი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჯონ კერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ მზად იქნება შეუერთდეს სხვა ქვეყნებს და დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, თუ ირანი და რუსეთი მათ არ დაეხმარებათ.

“ეს არის ფუჭი სიტყვები, მას ეს არ უნდა ეთქვა მარტივი მიზეზის გამო: თუ მას სურს გაჭიანურებული ომი, მაშინ მას შეუძლია სახმელეთო ოპერაციის დაწყება. თუმცა, ნუ ცდილობს ვინმეს დაშინებას. ნება მიბოძეთ გავიმეორო, არავის ინტერესებში არაა ახალი ომი, სახმელეთო ოპერაცია არის სრულფასოვანი, ხანგრძლივი ომი. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ”, – აღნიშნა დიმიტრი მედვედევმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სირიაში საჰაერო იერიშებს ახორციელებს. მოსკოვის თქმით, იგი ამგვარად ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა, დასავლეთი ფიქრობს, რომ რუსეთის ოპერაციების მიზანს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის დახმარება წარმოადგენს.

2,157 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top