https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„ბაგა-ბაღების შეტანილი “ბიუ-ბიუს“ ქათმის ირგვლივ სკანდალია“

FotorCreated

როდიდან არის აკრძალული გაყინული ქათმის ხორცის ჭამა, – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სტატიას აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ერთი კვირაა, რაც ბაგა-ბაღების შეტანილი “ბიუ-ბიუს“ ქათმის ირგვლივ სკანდალია.
„ჯერ კიდევ არდადეგებამდე შეტანილი 2 ტონამდე ქათმის ხორცი, რომელიც ახლა გაყინულია, აღარ იციან, გადაყარონ თუ არა. არადა ბაგა-ბაღების სააგენტომ ის უკვე ჩამოწერა და განადგურებას დაუქვემდებარა“, – წერს გამოცემა.

სკოლამდელი დაწესებულებებისა და უფლებების დაცვის ლიგა ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება და მავნებლობას უწოდებს:

“ქათამი, როგორც წესი, სამშაბათს მზადდება ბაღებში შესატანად. როცა გამოაცხადეს, რომ საბავშვო ბაღები მუშაობას წყვეტდნენ, ბევრმა დირექტორმა მომწოდებელს ხელშეკრულების გასაუქმებლად მიმართა. თუმცა მომწოდებელმა მოთხოვნის გაუქმებაზე უარი განაცხადა. ბაღების დირექტორებს უპასუხეს, რას ამბობთ, ქათამი უკვე მოგვაქვსო. ამის შემდეგ, გაიცა ბრძანება, შეინახეთ საყინულეში და მერე გაანადგურეთო. ქათმის ხორცის შენახვა საყინულეში 72 საათი შეიძლება, მიუხედავად ამისა, გაიცა ბრძანება, რომ 2 ტონა ქათამი, 9 000 ათასი ლარის ღირებულების, გაენადგურებინათ. ამასთანავე, ბაღების სააგენტომ საგადასახადო ინსპექციას მიმართა, რომ თითოეული ბაღი 20-ლარიან ჯარიმას გადაიხდიდა. ამ თანხას ბაღის დირექტორებს ჩამოაჭრიან ბიუჯეტიდან“, – აცხადებს “საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის” ხელმძღვანელი – მზია ფაილოძე.

ფაილოძის ბრალდებებს ბაგა-ბაღების სააგენტოში პასუხობენ:

“ბაგა-ბაღებში შემოდის გაციებული (2-4 გრადუსი) ქათმის ხორცი, რომლის შენახვის ვადა 48 საათია. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით თბილისის ბაგა-ბაღებში 28-29 იანვარს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა, 1-ლი თებერვლისთვის აღნიშნული ქათმის ხორცი გამოსაყენებლად უვარგისი, ანუ ვადაგასული იყო. გარდა ამისა, ბავშვთა შემცირებული დასწრებიდან გამომდინარე, გარკვეული სახის მალფუჭებადი პროდუქტების ათვისება ვერ მოხდა, როგორიცაა, მაგალითად, რძის ნაწარმი. შესაბამისად,ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მოხდა ხორცის გაყინვა, რათა ეს პროდუქცია ერთდროულად ჩამოწერილიყო“, – აცხადებენ სააგენტოში.

საკითხზე კომენტარს აკეთებს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძეც.
“გააჩნია, რომელ გაყინულ პროდუქტზეა საუბარი, ქათმის მექანიკურად დამუშავებული ხორცის შეტანა (ანუ ფარშის) არსად არ შეიძლება. მით უმეტეს, დანაშაულია ბაღებში შეტანა. ასეთი სახით ხორცი არც ჯარში, არც სასჯელაღსრულების და არსად არ უნდა შევიდეს. აუცილებელია, ასეთი ხორცი დამუშავდეს თერმულად. სახლის პირობებში მისი დამუშავება რთულია, ამიტომ არ უნდა შევეცადოთ. მოხმარებისთვის საშიშია ნებისმიერი ხორცის პროდუქტი, რომელიც 80 გრადუს თერმულ დამუშავებას არ გაივლის. სხვა შემთხვევაში ის უნდა აიკრძალოს“, – აცხადებს კოიძე.

3,265 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top