https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
პოლიტიკა

„აბდაუბდაა ის საუბრები, რომელიც ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებას შესთავაზა“ – ნანა კაკაბაძე

720957b3-8142-4d7a-bb4b-821f13188efb

დღეს ე.წ პოლიტპატიმრების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა და შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდნენ. ელისაშვილის და ოპოზიციის არყოფნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით ალეკო ელისაშვილს მოუწევს იმ ბრალდებებზე განმარტებების გაკეტება, რომელიც მან პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გააჟღერა:

„აბდაუბდაა ის ახლართული საუბრები, რომელიც ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში საზოგადოებას შესთავაზა, ვერანაირი მტკიცებულებისა და ვერანაირი რაიმე გარკვევის გარეშე . მან თავისთავად გასცა იმ კითხვას პასუხი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. რას ემსახურებოდა ეს მისი უსაფუძვლო ლაპარაკი ? ეს ემსახურებოდა იმ ახალ პიარს, რომელიც მან გადაწყვიტა დიდ პოლიტიკაში შემოსასვლელად. მას მოუწევს კითხვას გასცეს პასუხი რა არგუმენტები გააჩნდა როცა იძახდა ამას“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ

2,171 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top