https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
საზოგადოება

„პოლიტპატიმრებს მის წინააღმდეგ სამხილები აქვთ“ – ნანა კაკაბაძე ელისაშვილზე

FotorCreated

დღეს 20/30-ის ეთერში ნანა კაკაბაძემ პოლიტპატიმრების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ალეკო ელისაშილის განცხადებებსა და ფაქტზე, რომ დღეს ის პარლამენტში არ გამოცხადდა. ნანა კაკაბაძის თქმით, ალეკო ელისაშვილის დროს ბევრი ისეთი პირი გათავისუფლდა, ვინც არ იმსახურებდა:

“ალეკო ელისაშვილს პოლიტპატიმრების წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი არ გააჩნია. პარლამენტში იმიტომ არ მოვიდა, პოლიტპატიმრებს მის წინააღმდეგ სამხილები აქვთ – ზუსტად იციან, მისი თავმჯდომარეობისას როგორ გათავისუფლდნენ მკვლელობის მცდელობისთვის, ნარკოტიკების ვაჭრობისთვის ნასამართლევი ადამიანები. მაგალითად, გუგარ ალიევი, რომელსაც ელისაშვილმა 25 წელი აჩუქა. მან თქვა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება მისი გვერდის ავლით ხდებოდა. ანუ, ხელი პირდაპირ პრეზიდენტს დაადო. მაინტერესებს, პროტესტი მესიჯის გაგზავნაზე რომ გამოხატა, რომელიც ვერავინ იპოვა, ასეთი კრიმინალების გაშვება რომ მისი სახელით ხდებოდა, პროტესტი რატომ არ გაუჩნდა, თუ ამის უკან ანგარება არ იდგა?!” – ნანა კაკაბაძე, “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე

 

1,624 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top