https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
სამართალი

მოკლული პირები ძმები ზურა და გია ბერიშვილები არიან – სისხლიანი გარჩევის დეტალები

police-line-crime-reporting

აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც გაირკვა, ქუჩური გარჩევის შედეგად დაჭრილი და გარდაცვლილი პირები ძმები ზურა და გია ბერიშვილები არიან. ორივე მათგანი 40 წლამდეა.
დაჭრილ მამაკაცს ქირურგიის ინსტიტუტში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. დაჭრილს დაზიანება თავისა და ფეხის არეში აქვს მიღებული. შეგახსენებთ, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთ – ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სროლისას ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

კრიმინალურ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს, რომლებიც ყვებიან, რომ 5-6 გასროლის ხმა გაიგეს.

ჯერჯერობით დაუდგენელ პირებს შელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის უფროსთან მოუვიდათ, რასაც გასროლა მოჰყვა.

ინციდენტში მონაწილე პირები დიღმის ტყისკენ გაიქცნენ, გავრცელებული ცნობით დაკავების ოპერაცია სწორედ ამ ტერიტორიიდან დაიწყო. ბენზინგასამართი სადგური, სადაც მკვლელობა მოხდა, ძმების საკუთრებაა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები.

წყარო: newposts.ge

4,269 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top