https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
უცხოეთი

აფეთქებას ანკარაში 28 ადამიანი ემსხვერპლა + VIDEO

Screenshot_1

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. დაშავებულია 61 ადამიანი.
წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
სააგენტო “როიტერის“ ცნობით, აფეთქება სამხედროების საერთო საცხოვრებელთან მოხდა. მომხდარის გამო თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტი გადადო. ასევე გადაიდო პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ვიზიტი ბრიუსელში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ანკარის ტერაქტიდან რამდენიმე საათში, შვედეთის დედაქალაქში თურქულ კულტურის ცენტრში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ “ბიბისი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

აფეთქებას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“შიგნით არავინ იყო და არავინ დაშავებულა, რადგან ცენტრი საღამოს საათებში დაიკეტა” – განაცხადეს შვედეთის პოლიციაში.
ანკარისა და სტოკჰოლმის აფეთქებებს შორის კავშირი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

2,598 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top