https://www.vivus.ge/?utm_source=http%3A%2F%2Finfolab.ge%2F&utm_medium=banner&utm_term=vivus.ge%2C+vivus%2C+online%2C+sesxi%2C+sesxebi%2C+swrafi%2C+express&utm_content=infolab+banner+march-may&utm_campaign=infolab+banner+march
კულტურა

ირაკლი ჩარკვიანის ახალი წიგნი – მისი ყველა სისუსტე და ამაღლება ერთ კრებულში

12711271_551324428360611_6755979742395115038_o

   ირაკლი  ჩარკვიანი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც თავისი მუსიკალური შემოქმედებით, ისე ლიტერატურული კუთხით. მისი პირველი წიგნი ,,მშვიდი ცურვა“ 2006 წელს გამოიცა და მკითხველთა დიდი დაინტერესება დაიმსახურა. როგორც  ცნობილი გახდა, ახალხანს გამოვიდა ირაკლის ახალი კრებული ,,ავტოპორტრეტი“ და  24 თებერვალს, გამომცემლობა „ინტელექტი“ ვაკის მედიათეკაში გიწვევთ მის პრეზენტაციაზე!
„ავტოპორტრეტი“ ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს – სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებს და მოთხრობებს. ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზევე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს.
თითქოს აქამდე ყველასთვის ნაცნობი ირაკლი ჩარკვიანისგან ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის (ლოგოსის) კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.
ამ წიგნში თანამედროვე ადამიანის სულის ბიოგრაფიაა მოთხრობილი, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველა სისუსტით და ამაღლებით, და რაც მთავარია, თავისუფლების ისეთი ხარისხით, როგორიც მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანის პირადი ნიშანია.

დასწრება თავისუფალია!
მის: ვაკის პარკი (შესასვლელი მიშველაძის ქუჩიდან – მოსაშვილის ქუჩის დასაწყისი).

2,154 Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

InfoLab.Ge - საინფორმაციო პორტალი

To Top